среда, 1 апреля 2009 г.

მოსახლეობა


ამჟამად ანაგაში 3247 მცხოვრებია საქ. მოსახლეობის 0,07 %. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებით და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. მოსახლეობის განლაგება ძალზედ სპეციფიკურია, ცხოვრობენ როგორც ალაზნის ვაკეზე, ისევე მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში. 

ანაგის ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ქართველები მოსახლეობის 99% შეადგენს, სხვა ეროვნებებიდან ცხოვრობენ: სომხები (6 კომლი) 24კაცი.

კომპაქტურია და მჭიდროდ დასახლებული ეზოები აქ პატარაა, ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის ბოლოსაა

.

მოსახლეობა მევენახეობა-მემინდვრეობას მისდევს. 

სოფელი ნაკლებსიცოცხლისუნარი
ანია. 

სოფელი დიდი სოფლების რიცხვში შედის, რადგან 1000-ზე მეტი კაცი ცხოვრობს.

გავრცელებული გვარებია: მირიანაშვილი, გოგოლაშვილი, თანდაშვილი, ბაბალაშვილი, ალიაშვილი, დარჩიაშვილი.
დემოგრაფია

კომლი – 1500

მოსახლეობის რაოდენობა – 3247

ქალი – 1732

კაცი – 1517

15 წლამდე ბავშვი – 301

2007 წელს დაბადებული – 16

 
იმიგრირებული ოჯახი

 

1. ინეტა იაკობისი-ლატვიიდან. მაგისტრი, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2. ვალდისი კურსიეტესი-ინგლისიდან.

3. იურის კურსიეტესი-დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი.

–იგი ვალდის კურსიეტესის შვილია.

მუშაობენ ინვალიდ ბავშვთა ასოციაცია ,,პორტიჯის’’ ცენტრში. ინეტა იაკობისი არის, დიდი ბრიტანეთის ,,პორტიჯის’’ ნაციონალური ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი. კურირებს თბილისის ,,პორტიჯის’’ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი ნინო თევზაძე.
საუბრისას ქალბატონი ინეტა ამბობს: მას მოსწონს ეს სოფელი ,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვმუშაობ რიგაში და ვცხოვრობ ანაგაშიო”.
სამწუხაროდ ჩვენი სტუმრობისას რიგაში იმყოფებოდნენ და ვერ გადავიღეთ მათი ფოტოები, სამაგიეროდ ფოტოზე აღვბეჭდეთ სახლი სადაც ისინი ცხოვრობენ.